რუსეთის სახელმწიფოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, საქართველოს საზღვარი 30 000-მდე რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე აღნიშნა.
,,2012 წლის 29 თებერვლიდან, დღემდე საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 30 000-მდე რუსეთის მოქალაქემ, რაც გასული წლის ამ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 70 % მეტია. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რუსეთის სახელმწიფოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილების მართებულობას", _ განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ლარსის გამშვებ პუნქტზე, თავად შეხვდა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ისარგებლეს ახალი სავიზო რეჟიმის გამოყენებით.
,,საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა საქართველო_რუსეთის ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნტქტზე. სადაც, ჰქონდა შესაძლებლობა პირდაპირ ენახა, პრაქტიკაში ის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლას. საქართველოს პრეზიდენტი უშუალოდ შეხვდა რუსეთი ათეულობით მოქალაქეს, რომლებმაც ისარგებლეს ამ უვიზო რეჟიმით", _ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე.