საქართველოს საფრენი აპარატების მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცის დარღვევა პროვოკაციად შეფასდება და ყველანაირი სამხედრო საფრთხე აღკვეთილი იქნება. ეს განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის "თავდაცვის მინისტრმა ვალერი იახოვეცმა გააკეთა.
"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს სამხედრო მომზადებას. ახლახან თბილისმა ზალპური ცეცხლის ახალი სისტემისა და ჯავშანმანქანების "დიდგორისა" და "ლაზიკას" პრეზენტაცია მოახდინა. ახლა კი საფრენი სიახლე უნდა ანახონ მსოფლიოს. ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რომ მეზობელი ქვეუნის ხელმძღვანელობას აგრესიული გეგმები ჯერ კიდევ აქვს", _ აცხადებს იახოვეცი და საქართველოს აფრთხილებს:
"გვინდა იქაური ქორები გავაფრთხილოთ, რომ ნებისმიერ სამხედრო პროვოკაციას აღვკვეთთ. ამისთვის ყველა საჭირო საშუალება გვაქვსს".
ე.წ. სამხრეთ ოსეთს ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი აცხადებს, რომ ე.წ. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი საფრენი აპარატი, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საჰაერო სივრცეში" შეიჭრება ჩამოგდებული იქნება.
"თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში აქვს ყველა საჭირო საშუალება იმისთვის, რომ საიმედოდ დაიცვას ქვეყნის საჰარეო სივრცე. ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მომზადება საკმარისია იმისათვის, რომ ნებისმიერი აგრესია უკუვაგდოთ", _ აცხადებს ე.წ. მინისტრი.