ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში პოლიციელებმა მოროდორებს, რომლებიც სავაჭრო ცენტრს ძარცვავდნენ ცეცხლი გაუხსნეს და ორი მათგანი მოკლეს. ეს ფაქტობრივად ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება ანალოგიურ ვითარებაში ჩაერთო.
დანგრეული ციხიდან გაქცეული გამნაშავეები, მოროდიორები და უბრალო მოქალაქეები, რომლებიც დახმარების უიმედობი სასოწარკვეთილებამდე არიან მისულები დაუსჯელად ძარცვავენ დანგრეულ ქალაქს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე ყველა ციფრი დღუპულებთან დაკავშირებით პირობითია, რადგან სახელმწიფო უწყებების არავითარი კოორდინაცია ჰაიტში არ არსებობს.
ასევე გართულებულია ჰუმანიტარული დახმარებების განაწილების, განსაკუთრებით კი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხი.