რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. პრეზიდენტები, აფხაზ და ოს სეპარატისტთა ლიდერები ალექსანდრე ანქვაბი და ლეონიდ თიბილოვი შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრის გადაწყვეტილება "პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს მიიღეს". კერძოდ, აფხაზ სეპარატისტთა ლირდემა ალექსანდრე ანქვაბმა ოს სეპარატისტთა ლიდერს ლეონიდ თიბილოვს დაურეკა და "არჩევნებში გამარჯვება" მიულოცა.
"აფხაზეთის პრეზიდენტი და სამხრეთ ოსეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი პირად შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომლის ვადებიც მოგვიანებით გახდება ცნობილი",_ იუწყება აფხაზური მხარე.