"ტერმინი "ოკუპირებული ტერიტორიები" შეურაცხმყოფელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის", - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
"ტერმინი "ოკუპირებული ტერიტორიები, რომელსაც საქართველო სხვა სახელმწიფოებთან ერთად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ იყენებს, იურიდიულად ზიანის მომტანია და შეურაცხყოფს ამ რესპუბლიკების ხალხებს", _ აცხადებს კარასინი და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ საკითხს განიხილავენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე.
რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ შემოდგომაზე დაგეგმილ სამხედრო სწავლებას "კავკაზ 2012"-ს, კარასინის აზრით, ამ სწავლებების შესახებ მათ ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესის მონაწილეებს ინფორმაცია უკვე ჩატარებულ რაუნდზე მიაწოდეს. ამიტომაც სერგეი ლავროვის მოადგილეს არ მიაჩნია, რომ ეს სწავლებები ჟენევაში, მომავალ რაუნდზე განსახილველი თემა იქნება.