"სამხრეთ ოსეთში არჩევნები შედგა",_ აცხადებს რუსეთის დუმის თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინი. ეს განცხადება მან რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
"სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ თავისი პრეზიდენტი აირჩია. არჩევნები შედგა. ხელისუფლება სამხრეთ ოსეთში ფორმირებული იქნება. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სრულიად განსაზღვრულია იმ შეთანხმებებით, რომლებიც რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმდა. იმედს ვიტოვებ, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი ამ შეთანხმებებით იმოქმედებს", _ აცხადებს ნარიშკინი.
შეგახსნებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტად" ე.წ. უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი აირჩიეს. მან ხმათა 54,12 % დააგროვა.