ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ცესკომ" ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგი გამოაცხადა. მათი ინფორმაციით ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტი" "პრეზიდენტად" ე.წ. უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ ხარიტონის ძე თიბილოვი გახდა.
"ახლად არჩეული პრეზიდენტის" ე.წ. ინაუგურაცია 19 აპრილს გაიმართება.
"არჩევნების შემაჯამებელ ოქმში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად არჩეულია ლეონიდ ხარიტონის ძე თიბილოვი. მან ხმათა 54,12% დააგროვა. კანონის შესაბამისად თანამდებობირივი უფლებამოსილების შესრულებას ახლად არჩეული პრეზიდენტი ცესკოს მიერ საბოლოო ოფიცილური შედეგის გამოქვეყვებიდან 10 დღეში დაიწყებს. ინაუგურაცია 19 აპრილს გაიმართება",_ იუწყება ცხინვალის რეგიონში მოქმედი ე.წ. ცესკო.