კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისია "გაერთიანებული ტელეკომის" წინააღმდეგ "კავკასუს ონლაინის" სარჩელს განიხილავს.
კომისიის დღევანდელი სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ "კავკასუს ონლაინმა" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში "გაერთანებული ტელეკომის" წინააღმდეგ სარჩელი გასულ კვირას შეიტანა და ხელშეკრულების იძულების წესით გაფორმება მოითხოვა.
კომპანიებს შორის დავის გამო უკვე ერთ თვეზე მეტია ინტერნეტ-პროვაიდერის 6 000-ზე მეტი აბონენტი ინტერნეტმომსახურებას ვერ იღებს.
"ტელეკომმა" "კავკასუსის" აპარატურის დენის მუდმივი წყაროთი უზრუნველყოფაზე უარი განაცხადა, რამაც აბონენტების გათიშვა გამოიწვია.