"ახლა აფხაზეთისა და ევროპის ურთიერთობების გარიჟრაჟია", - აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა. ეს განცხადება ჩირიკბამ პორტალ "ვესტიკავკაზასთან" საუბარში გააკეთა.
"იმას რაც ახლა ხდება შეიძლება ევროპასთან ურთიერთობების გარიჟრაჟი ვუწოდოთ. ყოველ კვირას ჩვენთან ხან ერთი და ხან მეორე ევროპული მისია ჩამოდის - ასეთი შემოსევა ევროპული მისიებისა ჩვენ კარგა ხანია არ გვქონია. მეტიც, აფხაზეთი აქტიურად მონაწილეობს ჟენევის პროცესში, ამიტომაც ვერ ვხედავ იმ საუბრების საფუძველს, რომ აფხაზეთი ევროპასთან ურთიერთობებს ამცირებს", _ აცხადებს ჩირიკბა.