რუსეთის მიერ ოკუპირებულ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სახლემწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლეონიდ თიბილოვმა გაიმარჯვა.
ე.წ. ცესკოს მოონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 54,12% მიიღო, მისმა კონკურენტმა დავიდ სანაკოევმა კი 42,65%.
შეგახსნებთ, რომ ცხინვალის რეგიონში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტს გაიმართა. ამ ე.წ. არჩევნებში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. კანდიდატმა ლეონიდ ტიბილოვმა ამომრჩეველთა ხმების 42, 48% მოაგროვა, მეორე კანდიდატმა დავიდ სანაკოევმა კი 24, 58%.