გალის რაიონში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მძიმე სამხედრო ტექნიკის ახალი კოლონა მიემართება. ამის შესახებ ცნობილი რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა, რომლის თანახმადაც რუსულ სამხედრო მძიმე ტექნიკას გზა ჩამოვარდნილმა ნაძვმა სოხუმში ჩაუხერგა.
რუსული მედიის ინფორმაციით, გალის რაიონისაკენ მიემართება 12 ჯავშანმაქანა და 5 კამაზის ტიპის სატვირთო მანქანა. ინფორმაცია იმის შესახებ თუ საიდან მიემართებოდა რუსული მძიმე ტექნიკის კოლონა გალის რაიონისაგენ არ კონკრეტდება.