ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა ახალ პარტიას ქმნის. პარტიის საორგანიზაციო კომიტეტის შეკრება დღეს ცხინვალში მდებარე ალა ჯიოევას შტაბში გაიმართა. პოლიტიკური პარტიის სახელწოდება იქნება "ირისტონ - თავისუფლების მოედანი".
შეკრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პარტიის რეგისტრაციისა ე.წ. სამხრეთ ოსეთის იუსტიციის სამინისტროში. დოკუმენტებს დამფუძნებლები ე.წ. სამინისტროში მომავალ კვირას შეიტანენ.
"ჩვენ საორგანიზაციო კომიტეტი "სიჩუმის დღეს" შევკრიბეთ. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ის კურსი, რომელიც დავიწყეთ. რა თქმა უნდა დავიწყებთ მზადებას საპარლამენტო არჩევნებისათვის", _ აცხადებს ალა ჯიოევა.