მარტში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 39 680 ერთეული შეადგინა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2012 წლის მარტი, 2007-2011 წლების იმავე თვესთან შედარებით, უპირატესი ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის მარტთან (31 433 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 26.2%-ით, 2008 წლის მარტთან (28 586 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 38.8%-ით, 2009 წლის მარტთან (26 273 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 51.0%-ით, 2010 წლის მარტთან (35 681 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 11.2%-ით და 2011 წლის მარტთან (55 970 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 29.1%-ით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარტში წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 13.4%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი, ისე მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით (შესაბამისად 3.5%-ით და 15.2%-ით).