"ყველა ღონეს ვიხმართ იმისათვის, რომ წინ წავწიოთ იდეა აფხაზური საზღვარეთის პასპორტების, როგორც სამგზავრო დოკუმენტების, აღიარების შესახებ", _ აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა.
მისი თქმით, სეპარატისტებს ამ საკითხის დაყენება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა უკვე ჩატარებულ რაუნდზედაც სურდათ, მაგრამ "მოლაპარაკებების დღის წესრიგი "საეჭვოდ" იყო შედგენილი, ისე, რომ ამ საკითხის განსახილველად "დრო არ დარჩა".
"საქართველოს მიერ შემოთავაზებული ე.წ. ნეიტრალური პასპორტები ხომ იგივე ქართთული სტრატეგიის ნაწილია და კვლავ გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენს საზოგადოებაში ეს იდეა აბსოლუტურად უპერსპექტივოა", _ აცხადებს ხინთბა და აღნიშნავს, რომ ეს პასპორტები ნეიტრალური სულაც არ არის, ვინაიდან არსებობს მკაფიო იურიდიული ვალდებულება ამ დოკუმენტების მიბმულობისა შესაბამის ქართულ სტრუქტურებთან. მეორე, ხინთბას განცხადებით, არის ის, რომ ქართულ მხარეს უბრალოდ, არ აქვს არავითარი იურიდიული-სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ აფხაზეთის მცხოვრებლებს ეს პასპორტები დაურიგოს, ვინაიდან აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონენი სულაც არ არიან.
"ამ წამოწყების მიზანი კი აფხაზეთის მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვაა", _ აცხადებს ხინთბა.