რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"
"სამარცხვინოს" და "აბსოლუტურად არასამართლებრივს" უწოდებს. ეს განცხადება ხინთბამ აფხაზურ მედიასთან საუბარში გააკეთა.
"ყველა თავმოყვარე სახელმწიფოს, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, ალბათ, შერცხვებოდა მიეღო ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც, დღეს ასამართლებენ რუსეთის მოქალაქეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან აფხაზეთი მდინარე ფსოუზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით მოინახულა",_ აცხადებს ხინთბა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ამ "დისკრიმინაციულ ხაზს აფხაზეთთან მიმართებაში".
"მოითხოვს გაკონტროლდეს აფხაზეთის კავშირები, მიმართავს დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს აუკრძალონ აფხაზეთის მოქალაქეებს რუსეთის პასპორტებისა და ვიზების აღება. ხდება ზეწოლა აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებზე, კომერციულ კომპანიებზე და ა.შ.", _ აცხადებს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი.