"ელიტ ელექტრონიქსი" აპრილს "ბოშის" თვედ აცხადებს და ამ პერიოდის განმავლობაში "ბოშის" ტექნიკაზე სხვადასხვა სახის აქციები იგეგმება. იმავდროულად, "ელიტ ელექტრონიქსი" ყველა მომხმარებელს "ბოშის" უახლესი ტექნიკის მეშვეობით დამზადებულ ნამცხვარსა და ყავაზე ეპატიჟება. მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, ადგილზე ადევნოს თვალყური ნამცხვრისა და ყავის მომზადების სრულ პროცესს. აქცია მიმდინარეობს "ელიტ ელექტრონიქსის" შემდეგ მაღაზიებში: თბილისი - ალ. ყაზბეგის 24, წერეთლის 3/27, თბილისი ცენტრალი, ვაგზ. მოედ. №2, აგლაძის 7ა, აღმაშენებლის 91; ბათუმი - ერას 91; რუსთავი - შარტავას 4.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი ნოკა ბაინდურაშვილი განმარტავს, "ელიტ ელექტრონიქსი" აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მომხმარებელს განსაკუთრებულ აქციებს სთავაზობს ბოშის ყველა მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე.
იმავდროულად, 6 აპრილიდან 16 აპრილამდე კომპანიის მაღაზიათა ქსელში ბოშის ახალი აქცია დაიწყება: ბოშის 800 ლარზე მეტი ღირებულების მაცივრის, სარეცხი მანქანისა და ჭურჭლის სარეხი მანქანის შეძენისას ყველა მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს ბოშის მძლავრ მტვერსასრუტს; ხოლო 8 აპრილიდან 16 აპრილამდე ბოშის ნებისმიერი გაზქურის მყიდველს გადაეცემა ამავე ბრენდის გამწოვი საჩუქრად. კომპანიის ინფორმაციით, აქციები ძალაშია მხოლოდ 16 აპრილამდე.