სოხუმში მაცხოვრებელმა სომეხი ეროვნების მოქალაქემ არკადი ვარტიროსიანმა ქალაქში მდებარე "მოსკოვის სახლის" ფანჯრებს იარაღი ესროლა. აფხაზური მხარე იუწყება, რომ ვარტიროსიანმა ეს ქმედება ხულიგნური მოსაზრებებით განახორციელა.
ვარტიროსიანმა სოხუმში მდებარე "მოსკოვის სახლის" ფანჯრები დააზიანა.
არკადი ვარტიროსიანი 1990 წელს დაბადებული სოხუმის მაცხოვრებელია. პირადი ჩხრეკისას ვარტიროსიანს პნევმატური პისტოლეტი "ბაიკალი" აღმოუჩინეს. ვარტიროსიანმა აღიარა, რომ "მოსკოვის სახლს" თავისი საცხოვრებელი ბინის აივნიდან ესროლა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.