უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, რომ არჩევნების პროცესი ტექნიკური თვალსაზრისით სრულადაა უზრუნველყოფილი, მთელ რიგ საარჩევნო უბნებში ბიულეტენების უკმარისობა იგრძნობა.
ლვოვის მხარეში მთელ რიგ საარჩევნო უბნებში საარჩევნო ბიულეტენები ბევრად ნაკლებია საარჩევნო სიებში შეტანილ ამომრჩეველტა რაოდენობაზე.
აღნიშნული მხარის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ფიოდორ ალეინიკოვმაც დაადასტურა.
მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა უკრაინის ცესკოს და სავსებით რეალურია, რომ საარჩევნო უბნებში დამატებით ბიულეტენებს შეიტანენ.
"ბუნებრივია, ეს მოესწრება", - განაცხადა ფიოდორ ალეინიკოვმა.
კანონმდებლობის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებული იყო საარჩევნო უბნებისთვის სიებში შეტანილ ამომრჩევლებზე 0,5 %-ით მეტი ბიულეტენი მიეწოდებინა.