"ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ინიციატივა აფხაზეთის ჩართულობის შესახებ საქართველოში გაცამტვერდეს და მისგან არაფერი დარჩეს", _ აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა.
"საქართველოს ხელისუფლებას ქვისგან წყლის გამოწურვაც შეუძლია და ისინი ყველაფრისგან ფიარს აკეთებენ, რომლიც მეშვეობითაც ბევრის მიაღწიეს კიდეც. აფხაზეთის მოქალაქეების არახშირ ვიზიტებსაც თბილისის ხელისუფლება "აფხაზების რბილი ჩართულობის" ეფექტურად მოქმედი ქართული სტრატეგიის ამოქმედებად აფასებს", _ აცხადებს ხინთბა.
ამასთან ერთად, ხინთბა აღნიშნავს, რომ ყოველივა ამაში გარკვეული "პოლიტიკური საფრთხე არსებობს". ხინთბა ასევე აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ისე, რომ ეს სტრატეგია მინიმალურად მაინც ქმედუნარიანად შეფასეს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში.
"ჩვენთვის დაუშვებელია, რომ ეს სტრატეგია მინიმალურად ქმედუნარიანად მაინც შეფასდეს საერთაშორისო თანამეგობრობლობის თვალში და ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ქართული ინიციატივა ჩავარდეს. ხოლო რაც შეეხება აფხაზეთში მკურნალობას უკვე უახლოეს მომავალში აქ შექმნილი იქნება ყველა პირობა ხარისხიანი სამედიცინო დახმარების მიღებისათვის", _ აცხადებს ხინთბა.