აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა სოხუმში აფხაზურ-რუსული ჰუმანიტარული ფორუმის მომზადებას თათბირი მიუძღვნა. ფორუმი 27 აპრილს უნდა გაიმართოს.
"ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირები უნდა ავაღორძინოთ", _ განაცხადა ანქვაბმა თათბირზე და შესაბამის ე.წ. უწყებებს ფორუმის ჯეროვნად მომზადება დაავალა.
რუსულ-აფხაზური ჰუმანიტარული ფორუმის ფარგლებში, აფხაზური მხარის ინფორმაციით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების გაფორმება იგეგმება. ფორუმის ჩატარების ინიციატორები არიან "ევრაზიული განვითარების ინსტიტუტის" ფონდი, "როსსოტრუდნიჩესტვო" და "რუსეთ-აფხაზეთის" მეგობრობის საზოგადოება.