ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მადრიდის "რეალსა" და ნიქოზიის "აპოელს" შორის სტუმართა ფეხბურთელმა, პაოლო ჟორჟემ, სამი კბილი დაკარგა.
იგი თანაგუნდელ ვილიამ ბონავენტურას შეეჯახა და მაშინვე ორი კბილი მოსძვრა, ხოლო მესამე თავად ამოიღო - იმ დროს, როცა მინდორს მიღმა ექიმი დახმარებას უწევდა.
მიუხედავად ამ "დანაკარგისა", პაულუ ჟორჟემ თამაში გააგრძელა.