"ქრისტიან-დემოკრატების,, ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, მათი ინტერესია ბიძინა ივანიშვილს საკუთარი მიზნების მიღწევის შესაძლებლობა მიეცეს
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღსადგენად, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, იუსტიციის სამინისტროს გუშინდელი გადაწყვეტილება უკანონო იყო.
თარგამძის თქმით, ,,ქრისტიან-დემოკრატების,, ინტერესია ბიძინა ივანიშვილმა გააგრძეწლოს ბრძოლა, ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში.
დეპუტატმა თინა ხიდაშელის განცხადებასაც უპასუხა, რომლის თანახმადაც, თარგამაძემ თავისი ინიციატივით, სააკაშვილის გადაწყვეტილება "გააპრავა".
„სააკაშვილის გადაწყვეტილების „გაპრავებაზე" საუბარი არასერიოზული და უპასუხისმგებლოა. როგორც ჩანს, ივანიშვილის გარშემო არიან ადამიანები, რომელთაც უფრო მეტად აინტერებთ მისი სახელი, ავტორიტეტი და ფული და არა ის, რომ მასთან ერთად იყვნენ წარმოდგენილნი სიაში", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე თქმით, ამ ადამიანებს უბრალოდ სჭირდებათ, რომ კოალიციას ბიძინა ივანიშვილის კოალიცია ერქვას და ივანიშვილი სიის პირველ ნომრად თუ არ იქნება უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს. ,,ქრისტიან-დემოკრატების,, ინტერესია, რომ ივანიშვილის პოლტიკური მოღვაწეობა ლეგიტიმურ ფარგლებსა და ჩარჩოებში მოექცეს და მიაღწიოს ყველა მიზანს, რომელიც გაცხადებული აქვს,, - განაცხადა თარგამაძემ.
,,ქრისტიან-დემოკრატების,, მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, ,,საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა,,
საკონსტიტუციო წინადადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტს და საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას უკვე გადაეგზავნა. მას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს.