მოსკოვის ერთ-ერთ ღამის კლუბში ოკუპირებული აფხაზეთის ახლანდელ მკვიდრთა მონაწილეობით ჩხუბი მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, კონფლიქტის დროს აფხაზეთის მაცხოვრებელთა მხრიდან დანები იქნა გამოყენებული.
ჩხუბის შედეგად სამი ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს. მათგან ერთ-ერთი სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ დაავადმყოფოდან გაიქცა. სამართალდამცავებმა ჩხუბში მონაწილე აფხაზეთის სამი კვიდრი დააკავეს.
რუსული მედია აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას იხსენებს იმ ფაქტს, რომ სწორედ ამავე ღამის კლუბში ერთი თვის წინ ასევე აფხაზეთის მაცხოვრებელთა მონაწილეობით ჩხუბი მოხდა. მაშინაც სამი ადამიანი დაიჭრა და დააკავეს სოხუმის სამი მაცხოვრებელი.