საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცახადებით, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური აქტიურობის გაგრძელება, ჩვეულებრივ შეუძლია.
როგორც ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, რეესტრის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გაბაშვილმა აღნიშნა, ეს სამართლებლივი საკითხი პოლიტიკურ აქტივობასთან კავშირში არაა.
მისი თქმით, ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაშია, არის ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერი, არანაირი შეფერხებები არ აქვს და თავისუფლად შეუძლია გამოთქვას მოსაზრებები, ასევე იურთოერთოს ამომრჩეველთან.
,,მას შეუძლია გააგრძელოს პოლტიკური მოღვაწეობა ისე, როგორც აქამდე საქმიანობდა. მას არ აქვს არანაირი შეზღუდვები, ამ მხრივ პოლიტიკისა და ამ სამართლებრივი საკითხის ურთიერთდაკავშირება, არალოგიკურად მიმაჩნია" - განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანაბარია მიუხედავად მისი სოციალური მდგომარეობისა.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრმა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქოებასთან დაკავშირებით დასკვნა დღეს გაავრცელა. დასკვნის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს.