სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ე.წ. მინისტრის ვიაჩელავ ჩირიკბას ხელმძღვანელობით სოხუმში დღეს ბრუნდება. დელეგაცია იტალიაში 29 მარტიდან იტალიაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
სოხუმში დაბრუნებისთანავე ჩირიკბა პრესკონფერენციას გამართავს და ვიზიტის შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მიაწვდის.
მათივე ინფორმაციით, 30 მარტს ვიჩესლავ ჩირიკბამ რომში საერთაშორისო მედიის ასოციაციაში პრესკონფერენცია გამართა სადაც იტალიელი ჟურნალისტები და სააგენტოების დიდი რაოდენობა იმყოფებოდა.
"მომდევნო დღეს ვიჩესლავ ჩირიკბა კვლავ ჟურნალისტებს შეხვდა ქალაქ პეზაროში. 1 აპრილს რომში ვიაჩესლავ ჩირიკბამ იტალიის სენატში შეხვედრები გამართა. მას შეხვედრები ჰქონდა ადამიანის უფლებების დაცვისა და საერთაშორისო კავშირების კომიტეტებში. შეხვედრებზე აფხაზეთში არსებული სიტუაცია განიხილებოდა", - იუწყება აფხაზური მხარე.
მათივე ინფორმაციით, იმავე დღეს ვიაჩესლავ ჩირიკბა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. აფხაზური მხარე იუწყება, რომ ამ იტალიური სასწავლებლის ხელმძღვანელობამ იმედი გამოთქვა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის განვითარების შესახებ.