სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. V მოწვევის ე.წ. პარლამენტის ახალ სპიკერად ვალერი ბგანბა აირჩიეს. სპიკერის თანამდებობაზე ორი კანდიდატი ვალერი ბგანბა და რაულ ხაჯიმბა იყრიდნენ კენჭს. ბგანბას ხმა 33 დან 21 -მა ე.წ. დეპუტატმა მისცა ხმა.
აფხაზეთის ე.წ. ახლადარჩეული პარლამენტის სხდომა სოხუმში დღეს იმართება. აფხაზური მხარის ინფორმაციით, დღეს პარლამენტი სპიკერსა და ვიცე-სპიკერებს აირჩევს.