საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ მასშტაბური სამხედრო წვრთნების "კავკასია 2012"-ის დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტმა და საგარეო უწყებამ შესაბამისი ინფორმაცია უკვე მიაწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას და დიპლომატიურ კორპუსს.
საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, რომ ამის შესახებ აუცილებელია ინფორმირებული იყოს დასავლეთი, რადგან რუსეთის მხრიდან აგრესიის პოლიტიკა გრძელდება.
ამას ემატება ის ფაქტიც, რომ აღნიშნული წვრთნები საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრეა დანიშნული.
მასშტაბურ სამხედრო წვრთნას "კავკასია 2012" რუსეთი შემოდგომაზე იწყებს.