"თუ რუსეთის ხელისუფლებას სურს რაღაცნაირად მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ მას საქართველოს მოქალაქეების მიმართ ადეკვატური მიდგომა აქვთ, გააუქმონ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის და ნუ აყენებენ რაღაც პირობებს, რომლებიც მხოლოდ საბაბია უარის სათქმელად",_ განაცხადა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ რადიოსადგურ "ეხო მოსკვისათვის" მიცემულ ინტერვიუში.
"ეს ყველას კარგად ესმის. თუ მათ აქვთ პრობლემა საქართველოს კანონთან ოკუპაციის შესახებ - ეს მათი პრობლემაა. ეს არ არის მოსკოვის გადაწყვეტილება, ეს საქართველოს გადაწყვეტილებაა. მათ შეიძლება ეს პოზიცია ჰქონდეს და ამავდროულად საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი გააუქმონ", _ აცხადებს გიგა ბოკერია.