მესტიაში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა.ოფიციალური ინფორმაციით, ცეცხლის ახალი კერები ერთმანეთისგან დიდი მანძილითაა დაშორებული, რაც ხანძრის ჩაქრობას ართულებს.
ცეცხლის ლოკალიზება კვლავ ვერტმფრენებით გრძელდება. ერთ-ერთი კერა სოფელ ლატალთან ახლოსაა და არსებობს საშიშროება, რომ ის დასახლებსაც მოედოს.
შეგახსენებთ, რომ მესტიაში ხანძრის ლოკალიზება უკვე მეოთხე დღეა ვერ ხერხდება.