აშშ-ის ახალი ელჩი სავარაუდოდ ზაფხულამდე იქნება წარმოგზავნილი საქართველოში, - ამის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შემოდგომაზე საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისათვის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, სავარაუდოდ, უკვე რიჩარდ ნორლანდი იქნება.
"პოლიტიკური გადმოსახედიდან ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აშშ-ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში უცვლელი რჩება", - განაცხადა კალანდაძემ და აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს განიხილავს, როგორც ერთგულ მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს და ნებისმიერი მისი წარმომადგენელი საქართველოში აშშ კურსის გამტარებელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად რიჩარდ ნორლანდი სენატმა 29 მარტს დაამტკიცა. ნორლანდი ჯონ ბასს შეცვლის, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური მისიის ვადა ეწურება.