უკრაინის რადას დეპუტატი რეგიონების პარტიიდან, და საპრეიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაში საგარეო საქმეთა მინისტრი ლეონიდ კოჟარა აცხადებს, რომ 2 ათას ქართველ დამკვირებელთან დაკავშირებული კონფლიქტი, შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაზე".
"ვიმედოვნებთ, რომ ეს კონფლიქტი გადაიჭრება და მეორე ტურისთვის თუ საქართველო წარმოადგენს სწორად გაფორმებულ დოკუმენტენს და ნორმალურად აგვიხსნის ჩვენ ამ ვითარებას, მათ დავარეგისტრირებთ. თუ ეს არ მოხდება, მეჩვენება, რომ ეს ნეგატიურად აისახება უკრაინა-სქართველოს ურთიერთობაზე", - განაცხადა პარლამენტარმა.
მისი თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარედგინა 1466 არასწორად შევსებული ანკეტა.
მან ასევე განმარტა, რომ თუ საქართველოს ხელმძღვანელობიდან არ იქნება ოფიციალური განმარტება, მაშინ, შესაძლოა, საქართველოსთან სავიზო საკითხის განხილვა.
ლეონიდ კოჟარამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველსოგან ასევე მოითხოვენ დონეცკთან დაკავშირებული ვითარების განმარტებას. კერძოდ, დონეცკში 400-მდე ქართველის ჩასვლის თაობაზე, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ დასახული დარეგისტრირებულიყვნენ დამკვირებლებად.
"ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი მოლენა არაა. რადგან საერთაშორისო სამართალთან
შეუსაბამობის გამო უკანონოა, რომ ერთი ცაკეული სახელმწიფო ეხმარებოდეს ცალკეულ პარტიას. ეს არის კანონსაწინააღმდეგო უკრაინის კანონმდებლობის მიხედვითაც", - განაცხადა ლეონიდ კოჟარამ