აფხაზეთის ე.წ. ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 3 აპრილს გაიმართება. შესაბამის ე.წ. ბრძანებულებას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ხელი უკვე მოაწერა. პირველ სხდომაზე სეპარატისტული ე.წ. პარლამენტი ე.წ. სპიკერს აირჩევს.
სულ ე.წ. პარლამენტში 35 ადგილია. ე.წ. არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 10 მარტს გაიმართა 13 "დეპუტატი" აირჩიეს. განმეორებითი ხმის მიცემის დროს კი 24 მარტს 20. მაისში ორ ე.წ. ოლქში არჩევნები კიდევ ერთხელ უნდა ჩატარდეს. სულ 35 ადგილზე კენჭს 148 კანდიდატი იყრიდა.