გრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოს უშიშროების საბჭოში ეხმიანებიან და მას აბსურდულსა და უსაფუძვლოს უწოდებენ.
"საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება ისეთივე აბსურდია, როგორი აბსურდიც იყო ბატონი ალასანიას განცხადება, როდესაც ქართულ მხარეს ბრალი დაგვდეს, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაში. ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, აბსურდული ბრალდება. არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობს იმისა, რაც ამ ინფორმაციას დაადასტურებს", _ განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ.
შეგახსენებთ: ჟენევაში მოლაპარაკებათა მორიგი მე-19 რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსული დელეგაციიის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებული რაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის.
"საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რაიონებში უკანონო შეარაღებულ ფორმირებებს ქმნის", _ განაცხადა ჟენევაში კარასინმა.