"ქართული ოცნების" პრესსპიკერი უმრავლესობის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ირაკლი ალასანიას არ უსაუბრია საფრთხეებზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
"ალასანიას ამ განცხადების გაკეთებისას არ უგულისხმია არაფერი, გარდა იმისა, რომ არსებობს შეირაღებული ფორმირებები სამეგრელოში. მას არ უსაუბრია იმაზე, რომ ეს ვინმესთვის შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ, არამედ ეს იყო დაკავშირებული ქვეყნის შიდა მდგომარეობასთან და სხვა ინტერპრეტაცია ამ ინფორმაციას არ ჰქონია", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ: უმრავლესობის წარმომადგენლები ჟენევაში გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურნენ და მას ალასანიას განცხადების გამოძახილი უწოდეს.
"ალასანიას ანტისახელმწიფოებრივმა განცხადებამ რუსულ მხარეს, ისევე როგორც აფხაზურ მხარეს, მისცა შესაძლებლობა, გამოექვეყნებინა ასეთი პროვოკაციური ბრალდებები, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული", _ განაცხადა უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.