,,ირაკლი ალასანიას ანტისახელმწიფოებრივმა განცხადებამ, რუსულ მხარეს ისევე როგორც, აფხაზურ მხარეს მისცა შესაძლებლობა გამოექვეყნებინა ასეთი პროვოკაციური ბრალდებები, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული", _ ასე ეხმიანებიან თბილისში, გრიგორი კარასინის ჟენევაში გაკეთებულ განცხადებას, რომლსაც ირაკლი ალასანიას გამოძახილად მიიჩნევენ.
წიკლაურის განცხადებით, ირაკლი ალასანია თავის გაკეთებულ განცხადებებს უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.
,,ვფიქრობ, პოლიტიკოსი, რომელიც ასეთ, მგრძნობიარე თემას ეხება, გაცილებით უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა იფიქროს იმ შედეგებზე, რომელიც შესაძლოა ასეთ განცხადებას მოჰყვეს. თუმცა ამასთანავე არ შემიძლია გამოვრიცხო ისიც, რომ ,,ქართული ოცნებისა" და ირაკლი ალასანიას განცხადება თავიდან ბოლომდე, შეთანხმებული იყი რუსულ მხარესთან", _ განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ ჟენევაში მოლაპარაკებათა მორიგი მე-19 რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსული დელეგაციიის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებული რაიონების მიმდბარე ტერიტორიაზე სამხედრო შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის.
,,საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რაიონებში უკანონო შეარაღფორმირებებს ქმნის", _ განაცხადა ჟენევაში გრიგორი კარასინმა.