ქართულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-19 რაუნდზე ქვეყნის დეოკუპაციის, რუსეთის ჯარის გაყვანისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების საკითხი დააყენა. ეს განცხადება ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი კაპანაძემ მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ გააკეთა.
,,ჩვენ დავაყენეთ საკითხი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის შესახებ. კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ, რომ რუსეთმა გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიებიდან", _ აცხადება კაპანაძე.
ამას გარდა, მისივე თქმით, "ჟენევის თანათავმჯდომარეების მხრიდან, საერთაშორისო თანამეგბრობის, აშშ-სა და ჩვენი მხრიდანაც ძალიან მკაფიოდ გაკეთდა გზავნილი რუსეთთან მიმართებაში, რომ შეასრულოს თავისი ნაკისრი ვალდებულება".
"ამავე დროს, ძალიან ბევრი პრობლემებია ილორთან და ბედიის მონასტრებთან დაკავშირებით და ჩვენი მოთხოვნაა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა იქ მიმდინარე მოვლენების მონიტორინგი განახორციელონ", _ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ.