წუხელ, ღამით, სარგინიგზო მაგისტრალის თბილისი-სენაკის მონაკვეთზე აფეთქება მოხდა.
აფეთქების შედეგად ლიანდაგიდან მაზუთით დატვირთული 12 ვაგონი გადავიდა.
მაზუთი დაიღვარა, აფეთქება კი იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე შენობების შუშები ჩაიმსხვრა და ელექტრობოძები წაიქცა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებისას ტროტილის, ჰექსოგენისა და პლატინისგან დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.
ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. რა რაოდენობის მაზუთია დაღვრილი, ეს მას შემდემ გაირკვევა, რაც ტერიტორიას ვაგონებისგან გაათავისუფლებენ.
შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობამ.