"საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რაიონებში უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის", _ ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა ჟენევაში მოლაპარაკებათა მორიგი მე-19 რაუნდის დასრულების შემდეგ რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მდგომარეობა საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე გართულებულია და იქ ქართული მხარის მიერ მოწყობილი პროვოკაციები გრძელდება. იანვრიდან იქ მოკლულია შვიდი ადამიანი. ამას ქართველი ოპოზიციური პოლიტიკოსებიც ადასტურებენ.
ამ ინფორმაციით გაჟღერების შემდეგ პოლაპარაკებებზე ქართული მხარე კვლავინდებურად შეეცადა მთელი პასუხისმგებლობა ამის გამო აფხაზური და რუსული მხარეებისათვის დაეკისრებინა, თუმცა ჩვენ ციფრებითა და ფაქტებით დავადასტურეთ, რომ ვფლობთ სიტუაციას და ვიცით თუ სად რა ხდება", _ განაცხადა კარასინმა.