საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის განცხადებით, პოლიტიზებულ პოლიციას საზოგადოება ნდობას ვერ გამოუცხადებდა. ამის შესახებ ზღულაძემ პარლამენტში გამართულ სამთავრობო საათზე "ქრისტიან-დემოკრატების,, საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველოში პოლიცია პოლიტიზებულია.
"თქვენს შეკითხვაზე, არის თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიზებული, ძალიან მარტივი პასუხი მაქვს. სტატისტიკურად პოლიციას მოსახლეობის სრული უმრვლესობა - 87% ენდობა. ბოლო 6 წლის განმავლობაში პოლიციის მიმართ ნდობა იზრდება. პოლიტიზებულ და ვიღაცის ჯიბის პოლიციას კი საზოგადოების 87% ასეთ ნდობას ვერ გამოუცხადებს", - აღნიშნა ზღულაძემ.