დიეტოლოგების აზრით, გასახდომად საკმარისია ადამიანმა საჭმლის მიღებამდე ერთი ვაშლი შეჭამოს. ზედმეტი წონის დასაგდებად, ყოველთვის საკვების მიღებამდე ექსპერტები ადამიანებს ვაშლის ჭამას ურჩევენ. კვებამდე ერთი ვაშლის მოხმარება დაახლოებით 15%-ით ამცირებს მიღებული საკვების რაოდებონას.
კვლევების შედეგების თანახმად, ადამიანები, რომლებიც საკვების მიღებამდე ვაშლს წამენ, 185 კილოგრამით ნაკლებს ღებულობენ. ასეთი კვების შემთხვევაში ერთ თვეში შესაძლებელია 600 გრამის დაკლება, ხოლო ერთი წლის განმავლობაში 10 კილომდე.
აუცილებელია მხოლოდ ადამიანმა ახალი ხილი მიიღოს: ვაშლის შემცველი პროდუქტები წონის დაკლებაში ვერავის დაეხმარება. ეს კარამელიზებულ ვაშლს, ვაშლის ღვეზელსა და ვაშლის წვენს ეხება, რომლებიც ბევრ შაქარს შეცავს და ჭარბი წონის მატებას იწვევს. საშუალო ზომის ვაშლი მხლოდ 70 კალორიას შეიცავს, გარდა ამისა, ისინი პექტინებითაა მდიდარი, რომელიც ამჯობესებს საჭმლის მომნელებელი ორგანოს პროცესს. ექსპერტები ადამიანებს დღეში სამი ვაშლის ჭამას ურჩევენ.