ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრები მიიჩნევენ, რომ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს "ბრძოლის ველიდან გაიქცა". ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ სამთავრობო საათის ფორმატში გამართული სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებამდე განაცხადა.
ფრაქციის წევრმა ჯონდი ბაღათურიამ კი დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებტან განაცხადა, რომ სამთავრობო საათზე "ორი ქალის მოსასმენად არ მისულა".
ფრაქციამ, რომელსაც მინისტრებისთვის 10 კითხვა ჰქონდა გადაგზავნილი, პარლამენტის სხდომათა დარბაზი მას შემდეგ დატოვა, რაც შეიტყვეს, რომ ვანო მერაბიშვილის ნაცვლად პარლამენტში მისი მოადგილე გამოცხადდა.
სამთავრობო საათზე ოპოზიციური ფრაქციის წევრების კითხვებს იუსტიციისა და შს მინისტრების პირველმა მოადგილეებმა თინათინ ბურჯალიანმა და ეკატერინე ზღულაძემ უპასუხეს.