იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხის ვადა არ დარღვეულა. ამის შესახებ ბურჯალიანმა სამთავრობო საათზე ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისათვის,, წევრების მიერ გადაგზავნილი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად არსებობს სამთვიანი ვადა, იუსტიციის სამინისტროს ეს ვადები არ დაურღვევია.
"ეს გადაწყვეტილება კანონით განსაზღვრულ ვადებში იქნება მიღებული და და ეცნობება შესაბამის პირს”, - განაცხადა ბურჯალიანმა.
ოპოზიციური ფრაქცია მოითხოვდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დეტალურად განმარტოს, რატომ ჭიანურდება დღემდე და რა ეტაპზეა ამჟამად ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი.
ფრაქციამ სხდომათა დარბაზი პასუხების მოსმენის გარეშე დატოვა.