თურქეთის პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებაში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ განცხადება დღეს პოლიტოლოგმა ფიკრეტ სადიხოვმა გააკეთა.
"თურქეთის პოლიტიკური ელიტა სულ უფრო იხრება იმ აზრისაკენ, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. თუმცა საუბარი სულაც არ მიდის მმართველ პარტიაზე. არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვმა სწორედ იმ ძალების მხარდაჭერა დაიწყოს თერქეთი, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ემხრობიან",_ განაცხადა პოლიტოლოგმა.
აღნიშნული განცხადების გაკეთებისას ფიკრეტ სადიხოვმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის მხრიდან აფხაზეთის დამოიუკიდებლობის აღიარება უარყოფით გავლენას მოახდენს მთიანი ყარაბაღის დარეგულირების საკითხზე.