ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან საუბარში მნიშვნელოვანი დიპლომატიური წრეებიც არიან ჩართული, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" საინიციატივიო ჯგუფის წარმომადგენელმა, ელისო ჩაფიძემ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
"ამ საკითხთან დაკავშირებით მეტად არ დავკონკრეტდები. გეტყვით, მხოლოდ იმას, რომ ზეწოლაზე საუბარი არ არის. ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება სუვერენულია თავი გადაწყვეტილებაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დიპლომატიური თუ საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთ დამოკიდებულებას არ აფიქსირებენ", - განაცხადა ჩაფიძემ.
მისივე განმარტებით, "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი 5 აპრილს მოქალაქეობას მიიღებს.