28-29 მარტს მარტს სასტუმრო "რადისონში" ნავთობის, გაზისა და ინფრასტრუქტურის ყოველწლიური კონფერენცია GIOGIE 2012 გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობას სულ 15 ქვეყნის 130-მდე დელეგატი მიღებს.
"საქართველო კასპიის რეგიონში ჰიდროკარბონატის ტრანზიტის სტრატეგიულ გზაგასაყარზეა. ქვეყნის ენერგეტიკის ძირითადი მიმართულებებს ენერგოუსაფრთხოება, გაზის მიმწოდებლების დივერსიფიცირება, ჰიდროელექტროსადგურების რეკონსტრუქცია, გაზსაცავების მშენებლობა, უცხოელი ინვესტორების მოზიდვა და პრივატიზაცია წარმოადგენს", - აღნიშნულია GIOGIE-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.
კონფერენციის მხარდამჭერები არიან ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო და საქართველო-ბრიტანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
GIOGIE 2010-ის ოფიციალური სპონსორები არიან: BP-ი, SOCAR-ი, StatoilHydro-ი, BOTAS-ი, TPAO, შავი ზღვის ტერმინალი (ყულევი), ბათუმის ტერმინალი, GIEC-ი, Caspian Pipe Coatings, Chevron Khazar, AmCham, Weatherford, თეთრი ნაკადი და სხვა.