ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის მიერ ნავთობის მოპოვების გაპროტესტებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აფხაზეთის მოსახლეობის რეაგირება რუსეთის მიერ აფხაზეთში ნავთობის მოპოვებაზე სავსებით ლოგიკურია.
"აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი დამოკიდებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ისინი მიიჩნევენ, რომ ნავთობის მოპოვების შემთხვევაში ტურიზმს ხელი შეეშლება და ეს ლოგიკურია. განსაკუთრებით ნავთობის მოპოვების დაწყების წინააღმდეგი ოჩამჩირის და გულრიფშის რაიონების მოსახლეობა", _ აცხადება მამუკა არეშიძე.
შეგახსენებთ, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა რუსეთის "როსნეფტთან" 2009 წლის 25 დეკემბერს 15 მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშეკრულები მიხედვით რუსული კომპანია 2010 წლიდან შავი ზღვის გუდაუთის აკვატორიაში ნავთობის მოპოვების დაწყებას გეგმავს. ხელშეკრულების მიხედვით ასევე გათვალისწინებულია აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურებისა და თხევადი გაზის კომპლექსების მშენებლობა.