დღეს, 21 ოქტომბერს, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის წყნეთის აგარაკის გაყიდვის მიზნით ხელახალი, მეორე აუქციონი გაიმართება.
აგარაკის საწყისი გასაყიდი ფასი 5 მლნ 700 ათას აშშ დოლარს შეადგენს. პირველად აღნიშნული ქონება აუქციონზე გასაყიდად 7 ოქტომბერს გაიტანეს, თუმცა, განაცხადების არარსებობის გამო ჩაშლილად გამოცხადდა. მაშინ საწყისი ფასი 11 494 249 ლარი იყო.
თუ წყნეთის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე აგარაკი მეორედაც არ გაიყიდა, იგი სახელმწიფო საკუთრებაში გადავა.