თბილისი.16.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". უზნაძის ქუჩაძე მომხდარი ინციდენტის დროს სამი პოლიციელი დაიჭრა. დაჭრილები არიან კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები გივი აფციაური, გიორგი თაბორიძე და მიხეილ ბარამიძე.
თვითმხილველთა განცხადებით, სამართალდამცველებს ცივი იარაღით სხეულზე რამდინიმე ჭრილობა რატი რეხვიაშვილმა მიაყენა.
არსებული ინფორმაციით, რეხვიაშვილი ერთ-ერთი გამვლელი ქალისთვის ჩანთისა და ოქროს ცეფის წართმევას ცდილობდა, როცა მასთან პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და მისი დაპატიმრება სცადეს. რეხვიაშვილი მათ არ დაემორჩილა, რომლის დროსაც სამივე სამართალდამცველი დანით დაჭრა.
დაჭრილი სამართალდამცველები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
რატი რეხვიაშვილი წარსული ნასამართლევია. ის სასჯელს ქურდობისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის იხდიდა