ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელიც არჩევნების შესაძლო გაყალების საქმეზე, მოწმის სტატუსით იყო დაბარებული, გამომძიებელს ჩვენება მისცა.
ლომჯარიას თქმით, პროკურატურას ცესკოს შესაძლო გადაცდომებზეც მიაწოდა ინფორმაცია.
„მე მოვყევი ჩემი სათქმელი, ყველა ის შეფასება, რაც გავაკეთე, რას ეყრდნობოდა, რა მტკიცებულებებს და გადავეცი ყველანაირი მასალა, შემდეგ კი იყო კონკრეტული შეკითხვები, თუ ვინ არიან დამრღვევები, ვინ აძლევდა ხმას და ა.შ. უფრო მეტად იყო შეკითხვები, სახელებსა და გვარებზე. ჩემი პასუხი იყო შემდეგი: საჩივრები, რაც დავტოვეთ, დეტალურად აღწერს, რომელ უბანზე რა ხდებოდა, ვინ იყო დამკვირვებელი.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მე ვარ გამომძიებელი და პირიქით, ისინი მთხოვენ რომ დავუმტკიცო, არჩევნების გაყალბება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.