ფერმენტ Mulan E3 შეუძლია ეფექტურად გაუმკლავდეს სისხლის კიბოს. სამხრეთკორეელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფერმენტი, რომელსაც შეუძლია, დაბლოკოს სიმსივნის ზრდა და ებრძოლოს სისხლის კიბოს.
"კონგუკის სეულის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, მიკრობიოლოგიის პროფესორ ან სონ გვანის ხელმძღვანელობით, შეძლო დაედგინა, რომ ფერმენტი Mulan E3 ეფექტურად უმკლავდება პროტეინ Akt-ს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმში კიბოს უჯრედების ზრდასა და გავრცელებაში", - იტყობინება იტარ-ტასი
"ჩვენ დავადგინეთ, რომ Mulan მოქმედებს როგორც პროტეინ Akt -ის ძლიერი გამხსნელი", - აცხადებენ მეცნიერები.
პროტეინ Akt -სა და კიბოს შორის ურთიერთკავშირის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ 1990 წლის ბოლოდან იყო. მაგრამ ყველა მცდელობა, გავლენა მოეხდინათ მასზე, დღემდე წარმატება არ ჰქონია. სამხრეთკორეელი მეცნიერების აზრით, ამ სფეროში მომავალ კვლევებს შეუძლია აღმოაჩინოს ახალი გზა მსხვილი სიმსივნეების წინააღმდეგ ბრძოლაში.